USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

2024-07-18 16:00:00

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო.

ლიცენზიის ფარგლებში კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, ანგარიშზე ინფორმაციის სერვის პროვაიდერთან ერთად, გადახდის ინიცირების სერვის პროვაიდერიც იყოს. ეს ნიშნავს, რომ Keepz-ის მომხმარებლები მარტივად შეძლებენ როგორც კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ინფორმაციაზე წვდომას (რაც დაეხმარებათ მათ ფინანსების ანალიტიკაში), ასევე გადახდების მარტივად დაინიცირებას - QR კოდების საშუალებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ღია ბანკინგში ჩასართავად Keepz -მა პირველმა გაიარა რეგულატორის მიერ დადგენილი პროცედურები, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითვალისწინებდა.

„ღია ბანკინგი განაპირობებს ინოვაციებს ფინანსური სერვისების ბაზარზე და უზრუნველყოფს ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინტექ სერვის პროვაიდერებს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს არსებობას. ღია ბანკინგი ასტიმულირებს ახალი გადაწყვეტილებების, აპლიკაციების ფორმირებას და ფინანსური სერვისების შემუშავებას. შედეგად, მომხმარებლები მიიღებენ გაუმჯობესებულ და, რაც მთავარია, მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს“,- ამბობს გიორგი მარიამიძე; Keepz-ის დირექტორი. 

Keepz-ის შესახებ: Keepz არის QR ტერმინალი, ციფრული გადახდების მიღების ალტერნატიული და ინოვაციური გზა, რომელიც გვთავაზობს apple-pay-ით google pay-ით და კრიპტო აქტივის დახმარებით უფასო გადახდებს და გადარიცხვებს, როგორც ფიზიკური მაღაზიებისთვის, ისე ონლაინ სავაჭრო სივრცისთვის ღია ბანკინგის შესახებ:

ღია ბანკინგი 2022 წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ამუშავდა და ამ ცვლილებამ საქართველოს საგადახდო სერვისების მარეგულირებელი ჩარჩო ევროკავშირის დირექტივას შეუსაბამა. ევროკავშირში ღია ბანკინგი წლების წინ დაინერგა და წარმატებით უწყობს ხელს საგადახდო მომსახურების სფეროში კონკურენციის ზრდას, ინოვაციებსა და ფინანსებზე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები