USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დააჯარიმა სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი

რატომ დააჯარიმა სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი

2024-07-23 09:06:00

სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი 10 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც ირკვევა, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების წარუდგენლობის 3 (სამი) შეთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის - მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი.


„შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ნახსენები დარღვევის 2  შემთხვევისათვის, სულ - 4,000  ლარი“, - განმარტავენ სებ-ში.


საერთო ჯამში შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი“ დაჯარიმდა - 10,000 ლარის ოდენობით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები