ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,701,286 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24,451,485 ათასი ლარია.
2024 წლის ივნისი 2023 წლის ივნისთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2,2%-ითაა გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 510 518 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის ივნისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8,327,071 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23,399,902 ათასი ლარია.
ივნისის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6,314,285 ათასი დოლარია, ანუ 17,743,771 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა