USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ტავ ჯორჯია“ დასაქმების მსურველებს ღია კარის დღეზე იწვევს

„ტავ ჯორჯია“ დასაქმების მსურველებს ღია კარის დღეზე იწვევს

2023-02-19 12:31:36

აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, 24 თებერვალს, დასაქმების ფორუმზე - ღია კარის დღეზე იწვევს.

ინფორმაციას „ტავ-ჯორჯია“ ავრცელებს. 

„ღია კარის დღე, 10:00-18:00 საათამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნონ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები