სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სოფელ ტაბახმელაში, გიორგი კვინიტაძის ქუჩა N22-ში მდებარე 84926.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებს ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 10 256 250 ლარია, ხოლო მის გასაყიდად ჩანიშნული აუქციონი 1 აგვისტოს უნდა შედგეს.
საპრივატიზებო ობიექტს კვეთს თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული N01.00.107 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა გარე განათების თვითმზიდი იზოლირებული სადენი. ასევე საპრივატიზებო ქონების მიმდებარედ გადის შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული წყალსადენის D=110 მმ-იანი და 355 მმ-იანი ქსელები.
საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ექცევა ქ. თბილისის საკრებულოს 15.03.2019 წლის N39-18 დადგენილებით განსაზღვრულ სასაფლაოების სანიტარულ არეალში.
მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,იუსტიციის სახლის” ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს (ფილიალს) აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება