„სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალურ დირექტორად მარიამ ვალიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია Business Insider Georgia-ს თავად ვალიშვილმა დაუდასტურა, თუმცა დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
მან ამ თანამდებობაზე აზერ მამადოვი შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.
მარიამ ვალიშვილი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
2012-2017 წლებში ის ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი