პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში რომელიც ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებებით, მოსწავლეები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ შეწყვიტონ ზოგადი განათლების მიღება, მე-9 კლასის ნაცვლად, ვალდებული იქნებიან მე-10 კლასიც დაასრულონ.
ცვლილებების მიხედვით, კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).
მანამდე, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს შეადგენდა.
საკანონმდებლო ცვლილებებით სამწლიანი საშუალო განათლება შემცირდა 2 წლამდე ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი დარჩა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება