USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სარესტორნო ბიზნესი მუშახელს შუა აზიის ქვეყნებში ეძებს - შოთა ბურჯანაძე

სარესტორნო ბიზნესი მუშახელს შუა აზიის ქვეყნებში ეძებს - შოთა ბურჯანაძე

2023-03-22 16:00:26

სარესტორნო ბიზნესში კადრების დეფიციტია. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ კადრების დეფიციტის გამო სარესტორნო ბიზნეს გაფართოება უჭირს. 

„კადრების დეფიციტის პრობლემა აქვთ არამარტო იმ ობიექტებს, რომელიც ფუნქციონირებს, უფრო მეტი პრობლემა სარესტორნო ბიზნესისთვის, რომელთაც ახალი ფილიალების გახსნა სურთ. შეუძლებელია ახლად გახსნილ ობიექტში დაასაქმო თანამშრომელი, რომელსაც არ აქვს პროფესიონალური გამოცდილება. არაპროფესიონალი კადრებით ვერ იოპერირებ. პრობლემის გადაჭრა მოკლევადიან პერიოდში რთულია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი შესაძლებელია“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე. 

მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობა, რომ მოხდეს პროფსასწავლებლებში იმ ადამიანების გაზრდა, რომელიც რეალურად ექნებათ შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ოფიციალურ დონეზე მაღალანაზღაურებად ხელფასზე დასაქმდნენ.

„მეორეა „არბაიტერების“ ჩამოყვანა, რომელთაც თავის ქვეყანაში ნაკლები ხელფასი აქვთ და მათთვის სასურველი იქნებოდა საქართველოში დასაქმება“, - ამბობს ბურჯანაძე.

რაც შეეხება იმას, თუ საიდან ჩამოიყვანს ბიზნესი მუშახელს, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შუა აზიის ქვეყნებს და მეზობელ აზერბაიჯანს ასახელებს.

მისივე თქმით, საუბარია ისეთ პოზიციებზე, სადაც ენის ბარიერი არ იქნება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები