USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს

2023-03-24 19:11:18

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს გარემოს დაცვის და  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ნინო თანდილაშილთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა  გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.

დადგენილება, რომლის მიღების ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს, ითვალისწინებს ახალი ფინანსური გარანტიების შექმნას გარემოსდაცვითი მიზნებისათვის, რაც ერთის მხრივ კომპანიებს მისცემს მეტ მოტივაციას, უზრუნველყონ გარემოსათვის ზიანის მიყენების პრევენცისათვის უფრო ეფექტური მექანიზმების დანერგვა, მეორეს მხრივ კი იქმნება ეფექტური მექანიზმი გარემოსათვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხის მნიშვნელობას და იმ ერთსულოვნ თანხმობას, რაც სამინისტროსა და ბიზნესს  გარემოსდაცვითი საჭიროებების მიმართ პრინციპების დონეზე გააჩნიათ. ამასთანავე გამოიკვეთა საკითხები, რომელიც საჭიროებს მეტ კონკრეტიკას, დამატებით შესწავლას და შესაბამისობის ტვირთის ანალიზს, მათ შორის დეტალური განხილვის საგანი გახლდათ საბანკო გარანტიის გამოთხოვის/სადაზღვევო პოლისის ამოქმედების პროცედურები და ვადები, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის გამოთვლის მეთოდოლოგია და თავად დადგენილების მიღებისა თუ ამოქმედების ვადები, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ნათლად გაიაზროს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და უკეთ მოემზადოს ახალი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები