USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

2023-02-22 10:59:20

საქართველოს ბანკი მუდმივად უჭერს მხარს დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გ.მ.ს. ჯგუფი“ დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, 3 298 კვ.მ. ფართობზე, 15 სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 500 000 აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 2 500 000 აშშ დოლარს შეადგენს.

 

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს, როგორც ორდონიან მიწისქვეშა პარკინგს, კომერციულ და საოფისე ფართებს, ასევე 1 200 კვ.მ. ფართობზე განთავსებულ სარეკრეაციო ზონას და საბავშვო მოედანს.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე ერთი წელია ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით დიდ დიღომში მულტიფუნქციურ კომპლექს ვაშენებთ, რომლის მშენებლობაც 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ჩვენი პროექტები მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რადგან ყოველი მშენებლობის დაწყებისას ტარდება გეოლოგიური კვლევა და კონსტრუქციული ნაწილი ექსპერტების ჩართულობით მუდმივად გადის მკაცრ კონტროლს. ასევე სამშნებელო მასალები ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მოწმდება. ჩვენს მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ საცხოვრებელს ვთავაზობთ.

 

კომპლექსში ინერგება თანამედროვე, უახლესი ტიპის ტექნიკა და დანადგარები - მაგალითად, კვამლზე მორეაგირე საშხეფი სისტემა; ბუნებრივი აირის სმარტ მრიცხველი, რომელიც სრულად გამორიცხავს გაჟონვის შესაძლებლობას; ასევე სათადარიგო ელმომარაგების გენერატორი, რაც უზრუნველყობს ლიფტების შეუფერხებელ მუშაობას. ეს ჩამონათვალი კი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ ჩვენთვისპროექტის უსაფრთოება და ხარისხი უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, მანუჩარ მარგიანი.

 

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მხრდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ წარმატებულ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებში მაღალი სანდოობითა და უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ეს არის ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც სულ მალე, 2023 წლის სექტემბერში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი გამოირჩევა, როგორც ენერგოეფექტურობით, ასევე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ტექნიკითა და დანადგარებით. ეს კი, მის სანდოობას და წარმატებულობას განაპირობებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე, კომპანია პარალელურად კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს. პროექტირება  მის საკუთრებაში არსებულ მეორე, 2 619 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც ასევე დიდ დიღომში მდებარეობს. „გ.მ.ს. ჯგუფი“ ახალი მიწის ნაკვეთების მოძიებისა და სამშენებლოდ განვითარებისათვის ბაზრის კვლევას მუდმივად აგრძელებს, როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონში. კომპანიას დაგეგმილი აქვს მოგების 60%-ის რეინვესტირება სამშენებლო სექტორში განახორციელოს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები