USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აგროექსპორტის გამოწვევებზე 3-დღიანი ვორქშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აგროექსპორტის გამოწვევებზე 3-დღიანი ვორქშოპი გაიმართა

2023-04-03 23:40:34

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი აგრო სექტორის მიმართულების პროექტებში აქტიურადაა ჩართული. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, აგროექსპორტის გამოწვევებზე ვორქშოპი გაიმართა.

 

შეხვედრას ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერ ნიდერლანდებიდან მოწვეული ექსპერტი, კონსულტანტი და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სპეციალისტი, იოს ლიტერსი გაუძღვა.

 

სამდღიან შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა, აგროექსპორტის შესახებ სპიკერისგან მოესმინათ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ბაზრის დეტალური კვლევა, ექსპორტის პოტენციალის შეფასება, გამოწვევები და ა.შ. ვორქშოპის ბოლო ნაწილი კი ბიუჯეტის შედგენისა და მარკეტინგული გეგმების კომპონენტებზე საუბარს დაეთმო.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აგრო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, 3-დღიან ვორქშოპზე დასწრება იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია  სტუმრებს საკუთარი საქნობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება. იოს ლატერმა დამსწრეებს საკუთარ, მრავლწლიან გამოცდილება  და  დაგროვილ ცოდნა გაუზიარა“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები