USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა იზრდება, შემოსავლიანია, თუ კარგი გუნდი გყავს - „კოლაიდერი“

სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა იზრდება, შემოსავლიანია, თუ კარგი გუნდი გყავს - „კოლაიდერი“

2023-04-04 14:45:21

„კოლაიდერი“, რომელიც დღეისათვის სამუშაო სივრცის 2 ფილიალს აერთიანებს, მისი ფრილანსერების 60%-ი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

როგორც „კოლაიდერის“ მენეჯერმა Business Insider Georgia-თან  საუბრისას განაცხადა,  ორივე სივრცე დაახლოებით 150 ადგილზეა გავლილი და დატვირთულობა საშუალოდ 90%-ს შეადგენს. 

„კოლაიდერი“ არის სივრცე, რომელიც განსხვავებულ პროფესიებს, პროფესიონალებს, ინფორმაციებს, უბრალოდ საინტერესო ადამიანებს აერთიანებს და სრულად შენზე მორგებულ, უნიკალური ტიპის საერთო სამუშაო კომუნას სთავაზობს.

თბილისში „კოლაიდერი“ ოფიციალურად 2021 წლის 7 სექტემბერს გაიხსნა. 

„მოთხოვნა მაღალია. ჩვენი სტუმრების 60%-ი არის უცხოელები. რაც შეეხება უცხოელებს, მათ შორის ტურისტებიც არიან, მაგრამ ძირითადად მაინც ექსპატები. დღის განმავლობაში ადგილები ძირითადად დატვირთულია. ჩვენი დატვირთულობა საშუალოდ 90%-ს შეადგეს“, - განმარტავენ „კოლაიდერში“.

რაც შეეხება ტარიფებს, „კოლაიდერში“ სივრცით სარგებლობის ერთი დღის ტარიფი 30 ლარია, მაგრამ ზოგადად ტარიფები დამოკიდებულია ვადებზე, თუ რა პერიოდი სურს ფრილანსერს კონკრეტული სივრცით სარგებლობა. ყველაზე გრძელვადიანი კონტაქტი კი 1 წელია. 

„საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია თუ კარგი გუნდი გყავს. გუნდზე მართლა ბევრი რამაა დამოკიდებული, გაყიდვებზე ბევრია დამოკიდებულია და ასევე იმაზე თუ როგორ წარადგენ შენს პროდუქტს“, - აცხადებენ  „კოლაიდერში“.

რაც შეეხება მომხმარებლების პოვნასა და მოზიდვას,  „კოლაიდერი“ ამას ძირითადად სოციალური ქსელებით და სხვადასხვა პლატფორმების დახმარებით აკეთებს. 

ცნობისათვის, 2017 წელს შეერთებულ შტატებში საერთო სამუშაო სივრცეებში სულ რაღაც 542 000 ადამიანი მუშაობდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1,08 მილიონამდე გაიზრდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები