USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ნიორი შემოდის

სამი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ნიორი შემოდის

2023-04-01 14:00:52

იანვარ-თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში ნივრის იმპორტი 56%-იან კლებას აჩვენებს.

საქსტატის მონაცემებით, ორ თვეში ქვეყანაში 169.16 ტონა ნიორის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 385.52‬ ტონას შეადგენდა.

2023 წლის ორ თვეში ქვეყანამ სულ 107.03 ათასი დოლარის ნიორი იყიდა.

2023 წელს ქვეყანაში შემოსული ნივრის 42%-ი თურქეთზე მოდის, ხოლო 33%-ი ჩინეთზე, ხოლო დანარჩენი ირანზე.

2022 წელს კი ქვეყანაში 1,945.13 ტონა ნიორი შემოვიდა, რისთვისაც ქვეყნიდან 1,134.80 ათასი დოლარი გავიდა.

2022 წლის სტატისტიკით საქართველოში ნიორის ნომერ პირველი იმპორტიორი ჩინეთია.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით ნიორი 2020 წელს იყიდა, სულ  2,845.45 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები