2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ქვეყანაში ადამიანისთვის განკუთვნილი ვაქცინების იმპორტი 1 753%-იან ზრდას აჩვენებს.
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტში საქართველომ 3,068.13 ათასი დოლარის ღირებულების 3.52 ტონა ვაქცინა იყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 916.65 ათასი დოლარის ღირებულების 0.19 ტონა, ადამიანისთვის განკუთვნილი ვაქცინაა იყო იმპორტირებული.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული ვაქცინების საერთო რაოდენობიდან 59%-ის იმპორტი საფრანგეთიდან დაფიქსირდა, მთლიანობაში 2.08 ტონა.
მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო შემდეგ ბელგია.
რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანისთვის განკუთვნილი ვაქცინების იმპორტი 2021 წელს დაფიქსირდა - სულ 35.83 ტონა.ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველომ ადამიანებისთვის განკუთვნილი ვაქცინების იმპორტი 73%-ით შეუმცირდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება