საქსტატის მონაცემებით, საქარველოში ყავის იმპორტი ბოლო 14 წლს განმავლობაში 2022 წელს რეკორდული იყო. გასულ წელს ქვეყანამ 7,661.33 ტონა ყავა შეიძინა, რაშიც 28,234.95 ათასი დოლარი გადაიხადა.
2021 წელს საქართველოში 6,437.16 ათასი ტონა (19,090.70 ათასი დოლარის) ყავა შემოვიდა, შესაბამისად ზრდა 19%-ია.
სად ყიდულობს საქართველო ყავის მარცვალს?
საქართველოში იმპორტირებული ყავის 53%-ი ინდონეზიიდან შემოდის.
2022 წელს საქართველომ ინდონეზიიდან 4,065.18 ტონა ყავის იმპორტი განახორციელა. ყავის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზეა ვიეტნამი, სადაც საქართველომ 806.37 ტონა ყავა იყიდა. მესამე ადგილზე რუსეთია, საიდანაც საქართველოში 626.31 ტონა ყავის იმპორტი დაფიქსირდა. მეოთხე და მეხუთე პოზიციას კი გერმანია (485.50 ტონა) და სომხეთი (309.35) იკავებენ.
ყავის იმპორტის მთლიან სტატისტიკაში ევროპიდან იმპორტირებული ყავის წილი 15%-იანია (1,176.87 ტონა).
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ყავის იმპორტი ძირითადად საზღვაო გზით ხდება, სწორედ საზღვაო ტრანსპორტით შემოვიდა საქართველოში ყავის 74%-ი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება