საქსტატმა დღეს სოციალური დაცვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში სულ 808 ათასი ასაკით პენსიონერია, მათი 71% ქალი, 29% კი კაცია.
"პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0% - იმერეთში, 10.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8% - ქვემო ქართლში, 8.8% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9%-ია,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
"სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3%-ს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 %-ს - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.85%-ს - ომის მონაწილეები, 12.0 %-ს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4%-ს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 %-ს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.
რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 % თბილისშია, 16.6 % იმერეთში, 11.5 % აჭარის არ-ში, 9.6 % - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 %-ია,"- წერს საქსტატი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება