გალტ & თაგარტის მსოფლიო ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის თანახად, 2023 წლის ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 8.3%-ით შემცირდა.
ჩიკაგოს ხორბლის კონტრაქტების ფასი მკვეთრად გაიზარდა რუსეთში - ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორის - ბოლოდროინდელი შიდა არეულობის ფონზე, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა შავი ზღვის ხორბლის ბაზარზე.
ასევე, მარცვლეული კულტურების ფასი შეიძლება გაიზარდოს უკრაინის (შავი ზღვის) მარცვეულის შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში.
მაისში, ერთი ტონა ხორბალი $228,5 ღირდა.
საქართველოში, 2023 წლის 5 თვეში $18 მილიონის ხორბლის იმპორტი განორციელდა, რაც 2022 წლის 5 თვი მაჩვენებელზე 23,8%-ით მეტია. 2022 წლის 5 თვეში საქართველოში $15 მილიონის ღირებულების ხორბალი იმპორტირდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება