USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საირმის“ თანამშრომლების გაფიცვვის მეხუთე დღე  -„ვითხოვთ პრემიერის ჩართულობას“

„საირმის“ თანამშრომლების გაფიცვვის მეხუთე დღე -„ვითხოვთ პრემიერის ჩართულობას“

2023-02-17 13:27:12

„საირმე მინერალ ვოთერსის“ დასაქმებულები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. 

 

 

დასაქმებულთა უფლებადამცველი აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ინფორმაციით,  გაფიცვის მეხუთე დღეს, „საირმის“ თანამშრომლები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებასა და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვას ითხოვენ.

 

 

„ვითხოვთ ადეკვატურ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან და  პრემიერმინისტრის  ჩართულობას მიმდინარე პროცესებში. საწარმოს დასაქმებულები, სრული შემადგენლობით, სიცივის ქარის და დიდთოვლიანობის მიუხედავად დგანან გარეთ და აპროტესტებენ იმ უსამართლო პირობებს, რაშიც უწევდათ მუშაობა წლების განმავლობაში. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ყურად იღოს ამ ადამიანების პრობლემები და დაეხმაროს მათ სამართლიანობის აღდგენაში“, - ნათქვამია პროფკავშირის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები