USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ლოგისტიკური მოთხოვნები შეიცვალა და სერვისი გაძვირდა  - Camex Airlines-ი

საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ლოგისტიკური მოთხოვნები შეიცვალა და სერვისი გაძვირდა - Camex Airlines-ი

2023-03-31 09:20:16

 

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირდა, ამის შესახებ Business Insider eorgia-ს ქართული ავიაკომპანია Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განუცხადა. 2019 წელს კლების მაჩვენებელი უმნიშვნელო იყო. 

 „ფასები 2019 წელთან შედარებით საკმაოდ მაღალი რჩება. გადაზიდვების ფასების ზრდა არ უკავშირდება კომპანიების მაღალ შემოსავლებსა და მოგებას, არამედ განპირობებულია იმით, რომ თითქმის ყველა კომპონენტი გაძვირდა, რისგანაც სერვისის თვითღირებულება შედგება. მათ შორის ყველაზე მთავარი საწვავია. 

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, რის გამოც საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე კლებაა, შეგვიძლია  სამი ფაქტორი დავასახელო:

პირველი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო მიწოდების ჯაჭვების რღვევა. მეორე, ჩინეთის მიერ გამოცხადებული ლოკდაუნები, რომელიც სულ ახლახან მოიხსნა და მესამე მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემები და ინფლაცია ყველა ძირითად შემსყიდველ ბაზარზე. 

მიუხედავად ამისა, დღევანდელი ლოგისტიკური მოთხოვნები შედარებით სხვანაირია, ვიდრე ეს აქამდე იყო და  მოლოდინია, რომ ექსპრეს-გადაზიდვებზე იქნება მზარდი მოთხოვნა“, - ამბობს სეთურიძე.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ქართულ Geo Sky-ის კარგი პერსპექტივა აქვს.

„კომპანია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და ძირითადად ემსახურებიან საერთაშორისო კლიენტებს, აღმოსავლეთიდან დასავლეთის დერეფანს და არა საქართველოს ტვირთებს.

რაც შეეხება Georgian Airlines ჩართულები არიან სრულად უცხოურ პროგრამებში. ერთ-ერთი ბორტი აფრიკაში საინტერესო პროგრამაში დაასაქმა.

Easy Charter-ის სტრატეგია გაურკვეველია და იმედია, მალე გამოასწორებენ სიტუაციას.

დაგვრჩა Myway Airlines-ი, რომელიც ერთადერთი სპეციფიკური ბორტით ოპერირებს, ნაკლები ტვირთამწეობით და შედარებით შორს მანძილზე დაფრინავს. Myway Airlines-ის დატვირთვა მცირეა, ჯერჯერობით არ ვიცით რა პერსპექტივა ელის. 

ჩვენ შემუშავებულ პროგრამას მივუყვებით ის გეგმები, რომელიც 2022 წლის ბოლომდე გვქონდა გაწერილი დროში გაიწელა, რადგანაც საჰაერო ხომალდების კონვერტირება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანდა. დავიმატეთ 2 ბორტი, რომელთაგან ერთი დღე-დღეზე ჩამოვა, ხოლო მეორე მაისიდან დაგვემატება“, - განმარტავს Camex Airlines-ის ხელმძღვანელი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები