საქართველოში პაპაიას იმპორტი 70%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 0.38 ათასი დოლარის ღირებულების 0.07 ტონა პაპაიას იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.77 ათასი დოლარის ღირებულების 0.23 ტონა პაპაია იყიდა.
ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული პაპაიას 100%-ი ნიდერლანდებზე მოდის.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველომ რეკორდული რაოდენობით პაპაია 2013 წელს იყიდა, საანგარიშო წელს საქართველოში 1.40 ტონა პაპაიას იმპორტი დაფიქსირდა.
ირკვევა, რომ ბოლო წლებში პაპაიას იმპორტის 100%-ი ნიდერლანდებიდან ხდება, თუმცა მანამდე პაპაია ნიდერლანდების გარდა შრი-ლანკადანაც შემოდიოდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება