ზეთის ფასი კლების ტენდენციას ინარჩუნებს. ცვლილება ძირითადად რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქტს შეეხება.
როგორც ცნობილია, 1-ელი მაისიდან რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი 19,8%-ით შემცირდა.
ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია ,,ალფას" დირექტორი ირაკლი ციხისთავი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ სხვაობა უმნიშვნელოა და ფასის მკვეთრ შემცირებას ვერ გამოიწვევს, თუმცა კლების ტენდენცია გარანტირებულად შენარჩუნდება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში.
ირაკლი ციხისთავის ინფორმაციით, ზეთი ისედაც მკვეთრად არის გაიაფებული.
კერძოდ, ბოლო 5 თვის განმავლობაში ფასი დაახლოებით 50%-ით შემცირდა.
„ბოლო პერიოდში რუსეთიდან იმპორტირებულ ზეთზე ცალსახად კლების ტენდენციაა, რაც ასახულია ქართულ ბაზარზეც. 5 თვეში ამ პროდუქტის ღირებულება განახევრებულია. ეს ეხება რუსეთიდან შემოტანილი ზეთის ფასს, რაც გადასახადის შემცირებით არის განპირობებული.
სამომავლოდაც ველოდებით საფასო ცვლილებას, ალბათ, უმნიშვნელო იქნება. ბოლომდე არც ჩვენ ვართ გარკვეული, მოლაპარაკების პროცესია და ჯერჯერობით არაფერს გვეუბნებიან.
რაც მთავარია, ბაზარი სტაბილურია. გადასახადის კლებიდან გამომდინარე, შესაძლოა, 2-3 ცენტიანი სხვაობა დაფიქსირდეს, რაც ადგილობრივ ბაზარზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს", - ამბობს ირაკლი ციხისთავი.
მისი ინფორმაციით, გარდა რუსეთისა, ზეთის იმპორტი ხორციელდება უკრაინიდან და აზერბაიჯანიდანაც, თუმცა ფასიდან გამომდინარე, რუსეთი ბაზარზე უპირობო ლიდერია. 4
ცნობისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში $8,477 მლნის ღირებულების ზეთი იმპორტირდა, რაც მოცულობაში 6 510 ტონას შეადგენს.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ზეთის იმპორტი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან განხორციელდა. რუსული ზეთის წილი კი მთლიანი იმპორტის მოცულობაში 93,7%-ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ზეთი ერთ-ერთი პირველია იმ პროდუქტებს შორის, რომელიც 2022 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა. მისი ფასი აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83%-ით იყო გაზრდილი. თუმცა სექტემბერ-ოქტომბრიდან გაიაფების ტენდენცია დაიწყო და ამ ეტაპზეც გრძელდება.ზეთ
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება