რუსეთიდან ფულად გზავნილების მოცულობა მცირდება, თუმცა პირველ ადგილზე ამ ქვეყნის პოზიცია უცვლელია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ფულედი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან კლების ტრენდს შეინარჩუნებს და არ იქნება ისეთი მასშტაბური, რასაც 2022 წელს ჰქონდა ადგილი.
როგორც ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ეკონომიკური კანონზომიერებას იყო აცდენილი, ქაოსურად მიმდინარეობდა პროცესი და თანდათან ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება.
,,რუსეთიდან ფულადი გზავნილები წინა წელს მზარდი იყო , ეს ტენდენცია ახლა შეიცვალა. 2022 წელს რუსები საქართველოში შემოვიდნენ გრძელვადიანი მიზნებით, აქ გადმოიტანეს ბიზნესები და დიდი ფულის მოძრაობას შეუწყვეს ხელი. შესაბამისად, ფულადი კონვერტაციები იყო ძალიან აქტიური, ფული აქტიურად გადადიოდა ერთი ანგარიშიდან მეორეზე - ზოგი ბინას ყიდულობდა, ზოგი ქირაობდა და სხვა.
ვერ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით რუსები გადიან ქვეყნიდან, ეს მოცემულობა არ გვაქვს, თუმცა ფულადი ნაკადების მოძრაობა შემცირებული რაოდენობით, მაგრამ მაინც სახეზეა. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ გვექნება ის მოცემულობა, რაც წინა წელს არსებობდა. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსული ფული ყოველთვის შეიცავს რისკს და სუფთა ეკონომიკური კუთხითაც, რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა არის სახიფათო, ვინაიდან იგი არასდროს არ ყოფილა სანდო პარტნიორი. მტრული ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვს დაპყრობილი აქვს და უპრიანი არ არის, თუკი გვეცოდინება რა ფული შემოდის რუსეთიდან საქართველოში, ალბათ ამ კითხვასაც გაეცემა პასუხი", - ამბობს სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia- თან.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობამ 283.878 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს ამ დროს ეს მაჩვენებელი 387,177.7 აშშ დოლარს შეადგენდა, კლება 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26,7%-ია (103.299 მლნ აშშ დოლარი)
სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან 59,471.3 აშშ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო 2022 წლის სექტემბერში 173,942.2 აშშ დოლარი. კლება 114 471.1 მლნ აშშ დოლარია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება