თბილისში სასტუმრო AC-ს გახსნა იგეგმება. სასტუმროების Courtyard by Marriott Tbilisi-ს, Tbilisi Marriott Hotel-სა და MOXY by Marriott Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა ალექსანდრე კვარაცხელიამ „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე შემოვიდა Four Points-ი. მისი თქმით, სტუმარ-მასპინძლობა ქართველი ხალხის სისხლშია და ბევრი საინტერესო რამის შეთავაზების საშუალება გვაქვს.
„საქართველო საინტერესოა იმითაც, რომ თბილისში უკვე მრავალფეროვნებაა. StarWood-თან შერწყმის შემდეგ გაიზარდა ჩვენი წარმომადგენლობა. უკვე გაქვს 5 Marriott-ი და დანარჩენი ფაიფლაინშია. ყველა სეგმენტი გვაქვს შევსებული. არის ლაქშერი, ჩვენ წარმოვადგენთ full service-ს , არის საბიუჯეტო MOXY, ფაიფლაინშია თბილისში AC სასტუმროს გახსნა.
როდესაც ჩვენი დეველოპერები ჩამოდიან ვუსვამთ კითხვას, არის კი საჭირო ამდენი Marriott-ი? კი მოთხოვნა დიდია, ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ შიდა კონკურენცია მაინც არის. გულწრფელი ვიქნები, ეს შიდა კონკურენცია არც თუ ისე მარტივია, რადგანაც იქაც იგივე მაღალი სტანდარტია. მაგრამ ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ იმდენად მოთხოვნადია საქართველო, ბრენდი იმდენად დიდი შესაძლებლობებს ხედავს, რომ ნელ-ნელა იწყებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. იმედია უფრო მეტი ბრენდი შემოვა, მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რომ უკვე დაიძრნენ რეგიონებისკენ.
საქართველოში უკვე შემოვიდა Four Points-ი. ხედავთ, რომ ბათუმი საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა. იმედია, რომ ბრენდი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც შევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შეკრებაზე, როცა საქართველოს რუკას შევხედავთ უფრო მეტი წერტილები გამოჩნდება. ბევრ Bonvoy პროგრამაში მყოფ უცხოელს ექნება საშუალება, რომ ჩამოვიდეს, ნახოს და კიდევ ერთხელ შეისწავლოს ბრენდი და როდესაც საქართველოს დატოვებენ უკვე სხვებს მოუყვნენ ჩვენზე და სხვა ქვეყნებს შორის უფრო ძლიერ ტურისტულ ჰაბად ჩამოვყალიბდეთ. სტუმარ-მასპინძლობა ქართველი ხალხის სისხლშია და ბევრი საინტერესო რამის შეთავაზების საშუალება გვაქვს“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
მისივე თქმით, Marriott-ში შესაძლებელია იმის მიღება, რასაც სასტუმროსგან ელოდები, ესაა მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება და იმის გარანტია, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდები.
„ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენს უცხოელ სტუმარს იღებ თუ სად გაუმასპინძლდები. ზოგჯერ საფასო პოლიტიკა აშინებთ, მაგრამ ქვეყანაში შემოვიდნენ სხვა ბრენდები და ესეც Marriott-ის დამსახურებაა.
Radisson-ი, Hilton-ი, Accor ჯგუფის სასტუმროები შემოვიდნენ ძალიან აგრესიულად. ჩვენ, Marriott უკვე დაფუძნებულები ვართ და თამამად ვიტყვით, რომ Tbilisi Marriott Hotel-ში იყო აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენთან დარჩა კონდოლიზა რაისი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი და ყველა ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიოდნენ ჩვენთან ჩერდებოდნენ.
ეს არის იმისი ხაზგასმა, რომ Marriott-ში შესაძლებელია იმის მიღება, რასაც სასტუმროსგან ელოდები, ესაა მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება და იმის გარანტია, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდები“, განაცხადა ალექსანდრე კვარაცხელიამ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება