MICE ტურიზმის ფარგლებში როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფები ჩამოდიან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამბობს ალექსანდრე კვარაცხელია. სასტუმროების Courtyard by Marriott Tbilisi-ს, Tbilisi Marriott Hotel-სა და MOXY by Marriott Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა ალექსანდრე კვარაცხელიამ „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ განაცხადა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების საქართველოში ჩატარება ქვეყანას ცნობადობის გაზრდაში ძალიან ეხმარება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ივენთი იყო Enjin Developer Bank-ის მიერ ჩატარებული როდესაც იმდენი დელეგატი იყო ჩამოსული, რომ მთლიანად აითვისეს სასტუმროების ბაზარი. ეს ქვეყნის ცნობადობისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. თუ ასეთი სახის ღონისძიებებს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს ძალიან ეხმარება ქვეყანას ცნობადობის გაზრდაში და ასევე თანმდევ არსებულ სტრუქტურებს. ტრანსპორტირება, ფრენები, რესტორნები - ბევრი ინფრასტრუქტურა ხდება თანამონაწილე ამ დიდი ღონისძიებების“,- ამბობს კვარაცხელია.
მისივე თქმით, სხვადასხვა ფორუმების მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ადგილზე სადაც გაქვს სეზონურობა და წლის პირველი კვარტალი არის წყნარი, მშვიდი.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები კი გაძლევს საშუალებას, რომ მეტი დატვირთულობა და ინვესტიცია გაკეთდეს ქვეყანაში, რადგან თითოეული ჩამოსული სტუმარი ეს არის დამატებითი შემოსავალი ქვეყნისთვის. კიდევ ერთი დიდი საშუალებაა, რომ მოხდეს განახლება და კარგი გაგებით „შენი ქვეყნის კარგი მყიდველი“ შეიძინო კარგ გულშემატკივართან ერთად.
ის, რომ ჩამოსული ადამიანი შემოსავალს შენს ქვეყანაში ხარჯავს ეს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და ვალუტის გაძლიერებას ხელს შეუწყობს, ხოლო ჰოსპიტალიტის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლების დასაქმებაა შესაძლებელი.
დაბალ სეზონზე სასტუმროს ნაკლებ ხალხს ასაქმებს და თუ 12 თვე ინტენსიურადაა დატვირთული, მაშინ სასტუმრო აღარ არის სეზონური. თანამშრომლებს მუდმივად ასაქმებს და ამ დროს სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია. ადამიანის კეთილდღეობა სწორედ სტაბილურობითაა განპირობებული. შესაძლებელია ახალგაზრდების დასაქმება, მათთვის ნორმალური პირობების შექმნა სამომავლოდ მეტი გამოცდილებისა და პერსპექტივისთვის. როცა ახალგაზრდა დასაქმებულია რაღაცას ქმნის, ანაზღაურებას იღებს, ინვესტიციას აკეთებს საკუთარ თავსა და მომავალში.
სხვადასხვა სახის კონფერენციებისა და ფორუმების საქართველოში დაგეგმვა უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია, მეტი პირდაპირი ფრენების არსებობა. მადლობა მინდა ვუთხრა მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც მართლა მონდომებულია, რომ თავის შრომით, მიზანდასახულობით ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, რომ გვქონდეს უფრო მეტი პირდაპირი რეისი. ვფიქრობ, რომ მომავალი არის, სასტუმროები ვითარდება და იზრდება. ჩემი აზრით, უფრო მეტი ცენტრები უნდა გაჩნდეს, რომელსაც უფრო მეტი სერვისის და მომსახურების მიწოდების საშუალება ექნება, რაშიც დღეისათვის მოვიკოჭლებთ“, - აცხადებს კვარაცხელია.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა