USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმრო არის ბიუჯეტური და საფასო პოლიტიკის მხრივ ძალიან მისაღებია საშუალო მენეჯმენტის რგოლისთვის -  ალექსანდრე კვარაცხელია MOXY by Marriott Tbilisi-ზე

სასტუმრო არის ბიუჯეტური და საფასო პოლიტიკის მხრივ ძალიან მისაღებია საშუალო მენეჯმენტის რგოლისთვის - ალექსანდრე კვარაცხელია MOXY by Marriott Tbilisi-ზე

2024-07-13 22:41:00

MOXY by Marriott Tbilisi-ს კონცეფციის სასტუმრო მალე სომხეთშიც გაიხსნება. როგორც სასტუმროების Courtyard by Marriott Tbilisi-ს, Tbilisi Marriott Hotel-სა და MOXY by Marriott Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი ალექსანდრე კვარაცხელიამ „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ განაცხადა, MOXY საინტერესო ბრენდია და სასტუმრო არის ბიუჯეტური და მის საფასო პოლიტიკა მისაღებია საშუალო მენეჯმენტის რგოლისთვის.

„MOXY საინტერესო ბრენდია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში წარმოდგენილი იყო რამდენიმე ადგილას, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამიერკავკასიაში არ არსებობდა. MOXY -ს კონცეფცია მოდის სკანდინავიიდან. მისი დედა აზრია, რომ უნდა იყოს ძალიან მოსახერხებელი სტუმრისთვის, რომელიც რჩება სასტუმროში. მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ხალხთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, რასაც ლობის ვეძახით არის ძალიან მეგობრული, სადაც საღამოობით სტუმრები იკრიბებიან, საუბრობენ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ასე შემდეგ.

ოთახი არის 18 კვ/მ. თავიდან, რომ მითხრეს ძალიან შემეშინდა და გამიკვირდა თუ 18 კვ/მ-ში როგორ შეიძლება სტუმარმა კომფორტულად იგრძნოს თავი. თუმცა ყველაფერი იმდენად კარგად არის დაგეგმილი თავისი აბაზანით საძინებლით. აუცილებლად ტექნოლოგიურად წინაა წასული ბევრი საკითხი, თუნდა განათება.  საწოლების ხარისხი, რომელიც ცნობილია და  ეს კომფორტული ზონა ყველასთვის ძალიან მეგობრული გახდა. სასტუმრო არის ბიუჯეტური და საფასო პოლიტიკის მხრივ ძალიან მისაღებია საშუალო მენეჯმენტის რგოლისთვის. თუმცა MOXY by Marriott Tbilisi-ს ბევრი ევროპული საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობენ. მათთვის ეს ბრენდი ცნობილია, მათთვის მისაღებია ის კულტურა, სერვისი და საფასო პოლიტიკა, რომელსაც Marriott-ი სთავაზობს.

MOXY-ის სუსტი მხარეა ის, რომ არაა აქვს ძლიერი სარესტორნო სფერო. მაგრამ GMT სასტუმროებმა MOXY-ისთვის შექმნეს საკმაოდ კარგი ადგილმდებარეობა, სადაც არის „პური გულიანი“, „რიგი“ და ეს კუთხე გახდა ძალიან მიმზიდველი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველო იყო პიონერი ამ საკითხში. აღნიშნულ კონცეფციას მხარი დაუჭირა სომხეთმა და მალე სომხეთში MOXY-ი გაიხსნება და შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანიც ამ მიმართულებით წავიდეს“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები