ის, რომ 2023 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი და საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 3 მლნ-ს აჭარბებს ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია, - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე.
მისივე თქმით, დატვირთულობის მხრივ ივლისი და აგვისტო კიდევ უფრო გამორჩეული იქნება, რითაც უფრო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტები ისარგებლებენ.
„საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ სფერო შესაბამის სარგებელს პოულობს. რა თქმა უნდა აქ საუბარია ქვეყნის ეკონომიკაზე და ყველა სხვა მომიჯნავე სექტორზე. ის ფაქტი, რომ 2023 წელთან შედარებით იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10%-ითაა გაზრდილი და საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი 3 მლნ-ს აჭარბებს, ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია. სიმართლე, რომ გითხრათ, იმ მოვლენების შემდეგ რაც ქვეყანაში განვითარდა ეს შედეგები გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო და სასიხარულოა, რომ ვითარება გამოსწორდა იმ ჯავშნების უკან დაბრუნების შემდეგ, რასაც მაისში ჰქონდა ადგილი.
ვფიქრობ, რომ ივლისი და აგვისტო იქნება უფრო „ცხელი“. გამორჩეულად ისარგებლებს აჭარის მხარე და უფრო დიდი მოთხოვნა იქნება საზღვაო კურორტებზე. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი დადებითაც აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ზოგადად ტურიზმის სექტორზე“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება