ჩაის ექსპორტი 7%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 1,078.09 ათასი დოლარის ღირებულების 750.05 ტონა ჩაი გაიტანა ექსპორტზე. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 700.08 ტონა
ქართული ჩაისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთი, სადაც იანვარ-ივნისში ქვეყნიდან ექსპორტირებული ჩაის საერთო რაოდენობის 39%-ი მოხვდა. ქართული ჩაის სარეალიზაციო ბაზრებიდან მეორე ადგილზეა მონღოლეთი. აღნიშნულ ქვეყანაში ქართული ჩაის ექსპორტის 25%-ი დაფიქსირდა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო იანვარ-ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაის ექსპორტს ახორციელებს:
ყაზახეთი - 290.67 ტონა;
მონღოლეთი - 186.95 ტონა;
თურქეთი - 120.56 ტონა;
სომხეთი - 44.40 ტონა;
რუსეთი - 38.31 ტონა;
ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყნიდან ყველაზე მეტი რაოდენობით ჩაის ექსპორტი 2009 წელს დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე 2,466.50 ტონა არომატიზებული ან არაარომატიზებული ჩაი გაიტანა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება