ლარის კურსზე დიდი გავლენა აქვს მიგრაციასა და ამის შედეგად საქართველოში შემოდინებულ თანხებს, - ამბობს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
მისი თქმით, მიგრაციის ეფექტი რაღაც პერიოდში ამოიწურება.
ლეჟავას განმარტებითვე, როდესაც სებ-ი გადაწყვეტილებებს იღებს ყოველთვის ითვალისწინებს იმას, რომ ეს არის დროებითი ეფექტი.
„ჩვენ ვერ ვითვლით ამ მიგრაციას რა დრომდე ექნება გავლენა: შესაძლოა, იყოს დროებითი ან გრძელვადიანი და აქედან გამომდინარე იქნება მისი გავლენა ლარის კურსზე.
ჩვენს პროგნოზებში, როდესაც პოლიტიკის გადაწყვეტილებებს ვიღებთ ყოველთვის ვთვლით, რომ ეს არის დროებითი ეფექტი. რაღაც ეტაპზე ამ ეფექტს უკვე აღარ ვითვალისწინებთ. თუმცა მოლოდინი გაქვს, რომ მიგრანტების სწრაფი ტალღური შემოდინება როგორც დაფისირდა, ასეთივე სწრაფი ტემპით გადინება არ უნდა მოხდეს და შესაბამისად გავლენა და ეფექტი ლარის კურსზე დაბალანსებული იქნება“, - აცხადებს ლეჟავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5025 ლარად ივაჭრებოდა.
ეროვნული ბანკის მიერ 25 აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5046 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7618 ლარია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება