ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის იდენტურია, თუმცა როგორც ჩანს იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ხორციელდება ფასები საკმაოდ შემცირდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 756,997.30 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, საიდანაც 36,349.12 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 756,490.08 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა, ხოლო შემოსავალმა 53,381.18 ათასი დოლარი შეადგინა.
შესაბამისად, ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 0.07%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტირებული ენერგიის საერთო ღირებულება 32%-იან კლებას აჩვენებს.
2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი ოთხ ქვეყანაში მოახდინა, საიდანაც ლიდერი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის ქვეყნიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საერთო ღირებულების 83%-ი.
ქვეყნები, სადაც საქართველო ელექტროენერგია გაყიდა:
Business Insider Georgia-სთან საუბრისას სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ ერთი და იგივე მოცულობის პირობებში საექსპორტო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის შემცირება საექსპორტო ბაზრებზე და ამ შემთხვევაში თურქეთში ელექტროენერგიის ფასის შემცირებას უკავშირდება.
„საქართველოდა ელექტროენერგიის ექსპორტი განპირობებულია იმით, რომ გაქვს ძალიან კარგი ჰიდროლოგია. იმ პერიოდში როდესაც ჩვენ თურქეთთან გაქვს ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის შეთანხმება, გამტარუნარიანობის მოცულობა გაიზარდა. მოგეხსენებათ, რომ თურქეთსაც აქვს გარკვეული სიმძლავრეები და აქედან გამომდინარე მოხდა ჩვენი გამტარუნარიანობის გაზრდა თურქეთთან და გაიზარდა გატანილი ელექტროენერგიის მოცულობები. ფაქტობრივად თუ გატანილი მოცულობების სტატისტიკას დავაკვირდებით, 2024 წლის 6 თვე და 2023 წლის 6 თვე ფაქტობრივად თანაბარია, რაც კარგი ჰიდროლოგიით არის განპირობებული. რაც შეეხება ფასებს, ფასებზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმით, თუ როგორი იყო საშუალო ფასები თურქეთში. იმიტომ, რომ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ექსპორტის ძირითადი წარმმართველი ძალა არის ფასთა შორის სხვაობა. ის, რომ შემოსავალი შემცირდა ელექტროენერგიის ექსპორტიდან განმაპირობებელი იყოს იმით, რომ თურქეთში ელექტროენერგიაზე ღირებულება შემცირებულია იმის გამო, რომ ეფექტურად მუშაობს დღით ადრე და დღიური ბაზარი და ასევე თურქეთში გენერაციის სიმძლავრეები ძალიან სწრაფად შედის ექსპლუატაციაში, მათ შორის ქარი, ჰიდროენერგია. ესენი არის სწორედ ის ძირითადი მოტივები, რამაც შეიძლება შეამციროს ერთი და იგივე მოცულობის პირობებში საექსპორტო შემოსავლები“, - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება