2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ჩინეთში 133,332.67 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ექსპორტზე 39%-ით ნაკლებია.
საქსტატის მაჩვენებლებით, საქართველოდან ჩინეთში პირველი საექსპორტო პროდუქცია სპილენძის მადნები და კონცენტრატებია.
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჩინეთში 582,628.55 ათასი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები შეიტანა. რაც მთლიანი ექსპორტის 78%-ია.
მეორე საექსპორტო პროდუქცია არის ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, ხოლო მესამე პოზიციაზეა მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოს ჩინეთში ექსპორტს მზარდი სტატისტიკა აქვს და რეკორდული არ მიმართულებით 2022 წელი იყო, როდესაც ჩინეთში საქართველოდან 736,837.92 ათასი დოლარის პროდუქცია შევიდა.
რაც შეეხება იმპორტს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლების იდენტურია.
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჩინეთში 242,691.03 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 242,030.04 ათასი დოლარის.
რას ვყიდულობთ ჩინეთიდან?
პირველი საიმპორტო პროდუქცია გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკებია, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 86,159.06 ათასი დოლარი შეადგინა.
მეორე პოზიციაზეა სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 60,961.42 ათასი დოლარი, ხოლო მესამე პოზიციას რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები იკავებს, რომელის შემოსატანადაც ქვეყნიდან ჩინეთში 3 თვეში 56,903.11 ათასი დოლარი გავიდა.
ექსპორტის პარალელურად ბოლო წლებში საკმაოდ მზარდია ჩინეთიდან იმპორტი.
რეკორდული ამ შემთხვევაშიც 2022 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ ჩინეთში 30%-ით მეტი პროდუქცია იყიდა ვიდრე 2021 წელს.
2022 წელს ჩინეთიდან იმპორტმა 1,126,263.08 ათასი დოლარი შეადგინა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა