რუსეთიდან საქართველოში იმპორტის ტრენდი აღმავალია.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 489,971.33 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც 79%-ით მეტია 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებთან შედარებით.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ რუსეთიდან 273,957.86 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
ღირებულებით ნაწილში, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის TOP 3-ში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რაზეც რუსეთთან მთლიანი საიმპორტო ღირებულების 34%-ი მოდის.
ტოპ-10 პროდუქტი, რასაც საქართველო რუსეთში ყიდულობს:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 168,805.07 ათასი დოლარი - 235,338.85 ტონა
2. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 74,545.46 ათასი დოლარი - 288,935.29 ტონა
3. ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა - 13,059.15 ათასი დოლარი - 42,248.82 ტონა
4. ხორბალი და მესლინი - 12,483.57 ათასი დოლარი - 39,577.89 ტონა
5. ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - 11,754.41 ათასი დოლარი - 67,420.60 ტონა
6. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 10,750.18 ათასი დოლარი - 20,069.13 ტონა
7. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 9,300.11 ათასი დოლარი - 14,877.50 ტონა
8. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 8,594.29 ათასი დოლარი - 24,862.86 ტონა
9. ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - 7,819.29 ათასი დოლარი - 6,104.61 ტონა
10. პროდუქტები რკინის მადნის პირდაპირი აღდგენისა და სხვა ღრუბლოვანი რკინა -
7,657.52 ათასი დოლარი - 22,450.70 ტონა.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით რუსეთიდან იმპორტის რეკორდული ღირებულება 2022 წელს დაფიქსირდა და ქვეყენაში სულ 1,835,481.23 ათასი დოლარის ღირებულეების პროდუქცია შემოვიდა.
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება