საქასტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.0 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარივლისში, 4 938.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (495.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 420.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ. აშშ დოლარი).
რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუსეთში (იანვარ-ივლისი) TOP-5 პროდუქტი:
იანვარ-ივლისში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 26.2%-ით, 416 მლნ 201 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.6% იყო.
ყურძნის ნატურალური ღვინოები - $99 204.8 ათასი;
მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $65 860.1 ათასი;
ფეროშენადნობები - $45 353.0 ათასი;
მინერალური და მტკნარი წყლები - $ 37 833.4 ათასი;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 36 870.1 ათასი;
დანარჩენი საქონელი – სულ - 131 079.4 ათასი.
7 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 24.2%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 12.8% შეადგინა. საქართველოდან რუსული პროდუქციის იმპორტისთვის 1 მლრდ 088 მლნ აშშ დოლარი გავიდა.
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $383 348.4 ათასი;
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $93 918.3 ათასი;
ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $31 578.3 ათასი;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $27 507.6 ათასი;
ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - $26 065.0 ათასი;
დანარჩენი საქონელი – სულ - $525 104.8 ათასი;
უახლესი
11 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება