„ორბი ჯგუფმა“ თბილისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 718000 ლარი უნდა გადაიხადოს.
თბილისში, ანტონოვსკაიას ქ. N10-ში მდებარე 412 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები კომპანიამ ელექტრონულ აუქციონზე, შეიძინა.
გამოდის, რომ კომპანიამ 1 კვ/მ 1 742,7 ლარად იყიდა.
„ორბი ჯგუფის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას მხოლოდ ერთი მიმდინარე პროექტი აქვს - „ორბი სითი“.
შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად შეძენილი მიწის ფართობი მცირეა, კომპანიის შვილობილი შპს „ორბი ჯგუფი თბილისი“ დედაქალაქში ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი