2023 წელს ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტის მოცულობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მიმართულებით 1 მილიონ 392 ათას ტონამდე გაზარდა, იტყობინება Trend.
2023 წლის 12 თვის განმავლობაში, KazTransOil სს-მა აქტაუს პორტიდან 3 მილიონ 376 ათასი ტონა ყაზახური ნავთობის ექსპორტი მოახდინა, რაც 1 მილიონ 108 ათასი ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აქტაუს პორტიდან საექსპორტოდ ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის ზრდა დაკავშირებულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მიწოდებული ნედლეულის მოცულობის ზრდასთან. მოცულობა ამ მიმართულებით 250 ათასი ტონიდან 1 მილიონ 392 ათას ტონამდე გაიზარდა, რაც 5,5-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ოდენობით ნავთობი (1 მილიონ 57 ათასი ტონა) თენგიზის საბადოდან გაიტანა.
ასევე, საანგარიშო პერიოდში აქტაუს პორტიდან მახაჩკალას პორტში 1 მილიონ 984 ათასი ტონა ნავთობი გაიგზავნა.
როგორც ადრე იტყობინება, ყაზახეთმა 2023 წელს გერმანიას 993 ათასი ტონა ნავთობი მიაწოდა.
2022 წელს BTC მილსადენით გატარებული ნავთობის მოცულობამ 29 მილიონ 749,6 ათასი ტონა შეადგინა (ზრდა 12,6%), სატრანზიტო ნავთობის ჩათვლით - 5 მილიონ 103,9 ათასი ტონა (ზრდა 41,8%).
ამჟამად BTC ნავთობსადენით აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოდან ნავთობის და შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატის გატარება ხდება, ასევე ნავთობსადენით კომპანია SOCAR-ის ნავთობის გადაქაჩვაც ხორციელდება. BTC ასევე ახორციელებს ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონის რიგი სხვა ქვეყნებიდან.
BTC ნავთობსადენის სიგრძე 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალამდე.
BTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. მისი მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა.
BTC Co-ს აქციონერები. არიან: bp (30,1%); SOCAR (25%); MOL (8,9%); Equinor (8,71%); TPAO (6,53%); ENI (5%); Itochu (3,4%); ExxonMobil (2,5%); INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).
უახლესი
13 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება