„არ არის მიზანშეწონილი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პურის ფასის გაზრდას პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ხელს შეუწყობს. მომავალში თუ მოხდება ხორბლის და ფქვილის ფასის ზრდა, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება პურის ფასზე. რაც შეეხება წისქვილკომბინატების მუშაობის დინამიკას; წელს, ბოლო სამი თვის მონაცემებით, ქვეყანაში, დაახლოებით, 40 ათასი ტონა ხორბალია შემოსული და ამავე რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის. მცირე რაოდენობით, მაგრამ შემოდის და ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაწესებთ ბაზარზე ხორბლის ფასს. ამას აწესებენ ის მსხვილი მწარმოებლები, რომლებსაც შარშან დიდი მოსავალი ჰქონდეთ. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა შემდეგია: რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი პროდუქცია, მეტი მოსავალი ჰქონდეთ ჰექტარზე გადაანგარიშებით: 3-4 ტონის ნაცვლად, შესაძლებელია, 5-6 ტონა ჰექტარზე გადაანგარიშებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტების და სპეციალისტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ გაიზარდოს ფერმერების შესაძლებლობები და მათ ნაკლები თვითღირებულებით მეტი მოსავლის მიღება შეძლონ.
„პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავლის რაოდენობა ქვეყანაში 50%-მდე გავზარდოთ პრიორიტეტად რჩება და მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთების არანაირი პრობლემა არ იქნება, ვფიქრობ, რომ წისქვილკომბინატები ეტაპობრივად განაახლებენ სამუშაო პროცესს. ეს დამოკიდებულია არსებულ ფასებზე. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ველოდებით ახალ მოსავალს. ამასთან დაკავშირებით ფასების ნაწილი თავიდან ყალიბდება. შესაბამისად ნუ ვიქნებით პესიმისტები, ვიყოთ ოპტიმისტები. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ფერმერებისთვის არც ერთ შემთხვევაში არ იქნება წამგებიანი, პირიქით, მომგებიანი იქნება, რომ აწარმოონ ხორბალი და მიიღონ მეტი მოსავალი. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ პროცესს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი