კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებისთვის საჯაროდ ფასის მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს.
კერძოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია - გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება - ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.
ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ:
- საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;
- საქონელი იყიდება აუქციონზე;
- გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.
იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.
„რაც შეეხება სარეკლამო პოლიტიკას - რეკლამაში, რომელშიც გასაყიდი ფასია მითითებული, თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ასევე ერთეულის ფასი.
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შემოსულია - 125 განაცხადი. საქმის შესწავლა 75 ქეისზე დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 16 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება. დადასტურდა 3 დარღვევის ფაქტი და ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი