USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„კეთილი და პატიოსანი“ ჩინეთსა და საამიროებში ექსპორტისთვის ემზადება

„კეთილი და პატიოსანი“ ჩინეთსა და საამიროებში ექსპორტისთვის ემზადება

2023-03-31 00:17:17

„კეთილი და პატიოსანი" საექსპორტო არეალს აფართოებს. დასალევი ხილ-ბოსტნეული და ხილფაფა ექსპორტზე 5 ქვეყანაში გავა, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში.

ქართული ბრენდი „კეთილი და პატიოსანი" ამ ეტაპზე გერმანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადის. როგორც  კომპანიის  დირექტორი გიორგი ახალაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, პროდუქცია გამორჩეული ნიშით დიდ ინტერესს იწვევს და გლობალურ ბაზრებზე ერთ-ერთ მოთხოვნად პროდუქტად ითვლება.

„წარმოებაშია 31 გემოს პროდუქტი, რომელიც ნატურალურია. არ  ვხმარობთ დანამატებს და შაქარს, ვამზადებთ  ბუნებრივად,  მხოლოდ  იმ  პროდუქტებით,  რაც მოდის.  აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში. გარდა იმისა, რომ პროდუქტი ბუნებრივად სუფთა ინგრედიენტებისგან მზადდება, დიდ ინტერესს იწვევს იმითაც, რომ ანალოგიური სახით ნაკლებად იწარმოება. ეს არ არის კლასიკური სმუზი, სუფთა ხილფაფის ნაზავია, ვიდრე წვენი.

შეიძლება ითქვას, რომ  ხილ ბოსტნეულია დასალევ მდგომარეობაში. აქტიურად გადის გერმანიასა და აშშ-ში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და  მალე გავალთ დიდი ბრიტანეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ჩინეთის ბაზრებზე. ჯამში, წლის ბოლომდე ხუთ ახალ ლოკაციაზე შევიტანთ პროდუქციას ", - ამბობს გიორგი ახალაძე.

მისი თქმით, „კეთილი და პატიოსანი“ არ  არის  გამაგრილებელი სასმელი, ეს არის  ბლანტი და  სქელი უფრო  სმუზის ტიპის საკვები თხევად მდგომარეობაში. სიახლეს ქართველი მომხმარებელი კარგად  შეხვდა.

„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ  ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება. საწარმოში მუდმივად 22 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე დამატებით 15 ადამიანს ასაქმებს.

პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება  5 მილიონი დოლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები