USD 2.7468

EUR 2.9759

TRY 0.0801

GBP 3.564

RUB 0.028298

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჯეოსთილმა“ აუქციონის საშუალებით 4 215 000 ლარის უძრავი ქონება იყიდა

„ჯეოსთილმა“ აუქციონის საშუალებით 4 215 000 ლარის უძრავი ქონება იყიდა

2023-03-25 10:31:30

კომპანია „ჯეოსთილმა“ რამდენიმე დღის წინ აუქციონის საშუალებით 4 215 000 ლარის უძრავი ქონება იყიდა. საუბარია ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 130241.00 კვ.მ. და 26436.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რაშიც კომპანიამ აუქციონის საშუალებით 3145000 ლარი გადაიხადა.

იმავე დღესვე კომპანიამ 1070000 ლარად იყიდა რუსთავში, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული 53222.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა.

აღსანიშნავია, რომ „ჯეოსთილი“ თერმო მექანიკურად წარმოებული სამშენებლო არმატურის და გლინულების წამყვანი მწარმოებელია. ის ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორც მანქანა-დანადგარების, ისე პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, რათა უზრუნველყოს მაღალ-ავტომატიზებული და ხარისხიანი, კოტროლირებადი პროცესები.

 შპს „ჯეოსთილი“’ ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური სამრეწველო ინვესტიციაა საქართველოში. ის არის  JSW Steel Netherlands (რომელსაც მთლიანად ფლობს JSW, ინდოეთი) და შპს „საქართველოს ფოლადის ჯგუფის ჰოლდინგის“’ (GSGHL) ერთობლივი საწარმოა.

როგორც „ჯეოსთილის“ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, JSW სანდო სახელია მსოფლიო ფოლადის წარმოებაში. მისი ინტერესის სფეროები მოიცავს სამთო მრეწველობას, ენერგეტიკას, ცემენტს, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო სისტემებს და ლოგისტიკას.

„ჯეოსთილმა“ ქართველ მომხმარებელს მისცა ეფექტიანი არჩევანის გაკეთების საშუალება, ადგილობრივი  წარმოების არმატურის მიწოდებით. უფრო მეტიც, მან,  სამშენებლო მასალების წარმოებისათვის ადგილობრივი ჯართის გამოყენებით, აიღო საქართველოს მეტალურგიული მრეწველობის გაახალგაზრდავების  და მისი ეკონომიკის გაზრდის ინიციატივა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები