ჩინეთიდან იმპორტი 19%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ჩინეთიდან 989,819.35 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში ჩინეთიდან იმპორტი 830,183.66 ათას დოლარს შეადგენდა. 2022 წლის სტატისტიკით კი ჩინეთიდან იმპორტი თავის ისტორიულ პიკში იყო, როდესაც საქართველომ ჩინეთიდან 1,126,319.85 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
ირკვევა, რომ ღირებულებით ნაწილში ჩინეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები.
რაც ყიდულობს საქართველო ჩინეთიდან - TOP-5 პროდუქტი
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 49,959.03 ათასი დოლარი;
ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 39,514.98 ათასი დოლარი;
მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 34,231.03 ათასი დოლარი;
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 32,163.90 ათასი დოლარი;
ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 19,499.45 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან ჩინეთში 267,393.92 ათასი დოლარის პროდუქცია შევიდა. სხვაობამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -54%-ი შეადგინა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ჩინეთში 574,753.56 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა.
ჩინეთში ექსპორტის კუთხით ლიდერობას 2022 წელი იკავებს, როდესაც ქვეყანამ ჩინეთში ექსპორტზე 736,768.89 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, ზრდა 2021 წელთან 20%-ია.
რას ყიდის საქართველო ჩინეთში - TOP-5 პროდუქტი
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება