საქსტატის მონაცემებით იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 256.9 ლარი შეადგინა.
ეს მონაცემი 1.3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე. 2022 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.5 ლარი იყო. 2023 წლის იანვარში ზრდა 3,4 ლარია.
ამასთან, საარსებო მინიმუმის 2023 წლის იანვრის მაჩვენებელი 13.6%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან, როცა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 226.2 ლარი შეადგინა.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 2023 წლის იანვარში 227,5 ლარი შეადგინა. 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 224,5 ლარი იყო, ხოლო ერთი წლის წინ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 200,4 ლარი იყო.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება