დღეს, სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ჩინეთის საბჭოს გუანდუნის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს , ფან სინლინს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ჩინეთის საბჭოს გუანდუნის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პალატის პრეზიდენტის განცხადებით, მხარეების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, მეწარმეების მხარდაჭერას,ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
"მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ორივე ქვეყნის რესურსი ეკონომიკის, ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ტურიზმის მიმართულებით. უნდა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა, მეწარმეებისთვის. ორივე მხარე წაახალისებს კომპანიების მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში, რომლებიც იმართება როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთში"- განაცხადა გიორგი პერტაიამ.
შეხვედრისას, მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე წელს ქართული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი გვანჯოუში.
აღსანიშნავია, რომ საქარათველოს სავაჭრო პალატას აქვს ოფისი გუანდუნის პროვინციაში, კერძოდ გვანჯოუში,სადაც ჰყავს წარმომადგენელი,ბექა მიქაბერიძე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება