ჩვენი სასტუმროს მაგალითზე ქვეყნის ტურიზმის სტატისტიკას მივყვებით, ამის შესახებ თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო Glarros OldTown-ის მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ზაფხულში მოთხოვნა მაინც მთის და საზღვაო კურორტებზეა, თუმცა თბილისშიც საკმაოდ აქტიურობენ. გიორგი დოლიძის განმარტებით, არსებული ჯავშნებით ივლის-აგვისტოში Glarros OldTown-ის დატვირთულობა 75%-მდე იქნება, ხოლო სექტემბერში 90%-მდე ავა. ხოლო რაც შეეხება ოქტომბერს Glarros OldTown-ის მენეჯმენტის გათვლებით დატვირთულობა 80%-ზე იქნება.
„საკმაოდ კარგი დატვირთულობაა. გეტყვით, რომ მაისი-ივნისი საკმაოდ კარგი დატვირთულობა გვქონდა. ივლისში დაახლოებით 70-75%-იანი დატვირთულობა გვექნება, რაც ოდნავი შემცირებაა, რადგანაც დღეისათვის მოთხოვნა და შესაბამისად დატვირთვაც, უფრო მთისა და ზღვის კურორტებზეა. თუმცა სასტუმრო Glarros OldTown-ის მაგალითზე გეტყვით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტული ჯგუფები გვყავს. ტურისტულ კომპანიებს აქტიურად ვეთანამშრომლებით და ჯავშნები არის ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან, ევროპიდან. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ფეხს ვუწყობთ საერთო სტატისტიკურ მაჩვენებლებს და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ნამდვილად გაზრდილია“, - ამბობს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის მიმართულებით მარკეტინგული კამპანიები კიდევ უფრო გააქტიურდეს.
„რაც შეიძლება მეტი ბიუჯეტი უნდა გამოყოს მარკეტინგული კამპანიებისთვის იმ ევროპულ ქვეყნებში, საიდანაც პირდაპირი ავიარეისები გაქვს. ასევე უფრო მეტი პირდაპირი რეისი უნდა დაემატოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ევროპელი ტურისტები არიან კომფორტზე ორიენტირებული ტურისტები და გადაჯდომით მგზავრობა არ მოსწონთ. მათ ურჩევნიათ პირდაპირი რეისები და ისეთ ქვეყნებში ჩასვლა, სადაც მარტივად მოხვდებიან. მეტი ფრენა და მეტი მარკეტინგი ეს უშველის ევროპას“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება