USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფაქტობრივად ყველა პირობა მომწიფდა, რომ საქართველოში ბინები კიდევ გაძვირდეს - ირაკლი როსტომაშვილი

ფაქტობრივად ყველა პირობა მომწიფდა, რომ საქართველოში ბინები კიდევ გაძვირდეს - ირაკლი როსტომაშვილი

2023-02-16 14:32:51

Business Insider Georgia-სთან მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილ ვითარებას განიხილავს.

„ფაქტობრივად ყველა პირობა მომწიფდა, რომ საქართველოში ბინები კიდევ გაძვირდეს“, - ამბობს როსტომაშვილი. მისივე თქმით, მოთხოვნა მიწოდების დისბალანსის გამო საქართველოში ბინებზე ფასი კიდევ გაიზრდება.

 

  • როგორც წესი, უძრავ ქონებაზე ფასები მოთხოვნასა და მიწოდებაზეა დამოკიდებული. თუკი მოთხოვნა მოიმატებს და ამ დროს ბაზარი არ გაიზრდება, რა თქმა უნდა, ბინების ფასი ზრდის მიმართულებით დაკორექტირდება. ასეთია საბაზრო პრინციპი.

 

ეს შეფასება არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ნაკლები ბინა შენდება, ასე არ არის. ვთქვათ, დაგეგმილი იყო წლიურად 5 000 ბინის მშენებლობა და მყიდველიც ამდენივეა, ფასი არის რენტაბელური, მაგრამ მოთხოვნა გაცილებით მეტია, რაც სამომავლოდ ფასის ზრდას გამოიწვევს. ცვლილება სავარაუდოდ გაზაფხულიდანაა მოსალოდნელი“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი და მთავარ გარემოებებს ასახელებს, რაც უძრავ ქონებაზე ფასის ცვლილებას უკავშირდება.

 

  • ,,რუსეთი ფაქტორია, თუკი მობილიზაციის შემდგომ ეტაპს ამ შემთხვევაში რუსული ნაკადები გააქტიურდებიან. ამ მხრივ გავლენის ფაქტორია ისიც, რომ ყაზახეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო რეგულაციები გაამკაცრა და რჩებათ საქართველო. შესაბამისად, ახალი ნაკადი თუ  წამოვა, უძრავი ქონების ბაზარზე საფასო პოლიტიკა კიდევ გადაიხედება“. 

 

შეგახსენებთ, რომ 26 იანვრიდან ყაზახეთმა უცხოელების ქვეყანაში უვიზოდ შესვლისა და ყოფნის წესები გაამკაცრა. ახალი წესების თანახმად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, 180 დღის განმავლობაში ყაზახეთში უვიზოდ დარჩენას 90 დღით შეძლებენ. იმ უცხოელებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან მოგზაურობენ, ყაზახეთში უვიზოდ დარჩენას ვადა 30 დღეა.

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს,  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 14.3% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი 24%-ით არის მომატებული.

„თიბისი კაპიტალის" პროგნოზით,  ბინებისა და საკუთარი სახლების გაძვირება 2023 წელსაც მოსალოდნელია. გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი მიმდინარე წელს დამატებით 18%-ით, ხოლო ქირის ღირებულება 28%-ით გაიზრდება. ბოლო დროს ღირებულება გამუდმებით იზრდება, ამიტომ მომავალში ფასი შესაძლოა, იმ დონეზე მივიდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საერთოდ ვეღარ შეძლონ ვერც ბინისა და ვერც მიწის შეძენა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები