USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ექსპო-ჯორჯია“ სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენის მოლოდინშია - დეტალები

„ექსპო-ჯორჯია“ სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენის მოლოდინშია - დეტალები

2023-02-19 00:52:17

თბილისს, უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში, რომელიც  ოთხ ძირითად ღონისძიებას - საერთაშორისო კონფერენციას, უძრავი ქონების გამოფენას, სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build -სა და უძრავი ქონების ფორუმს აერთიანებს აშშ-ის რეალტორთა ასოციაცის წევრები ეწვევიან.  

ღონისძიების ფარგლებში მშენებლობის სფეროში მოღვაწე ქართული თუ უცხოური კომპანიები, ასევე სექტორის სხვა მოთამაშეები და ის პირები შეიკრიბებიან, რომელთა საქმიანობა პირდაპირ თუ ირიბად უძრავი ქონების ბაზართან არის დაკავშირებული.

,,ექსპო ჯორჯიას" დირექტორის, რესან ქიქავას ინფორმაციით, წლევანდელი გამოფენა ერთ სივრცეში სამ მასშტაბურ ღონისძიებას გააერთიანებს - მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენას, უძრავი ქონების გამოფენასა და უძრავი ქონების ფორუმს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო საბროკერო კომპანიებთან B2B შეხვედრები გაიმართება.

„მრავალი წელია, რაც  გამოფენა წარმატებით აკავშირებს ერთმანეთთან სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. წელს სიახლეა და ღონისძიების ორგანიზატორი ჩვენთან ერთად  უძრავი ქონების ასოციაციაა . ღონისძიების ფარგლებში ჩამოდის აშშ-ის რეალტორთა ასოციაცია, რომელიც 1,5 მილიონ წევრს ითვლის და ყველაზე დიდი ასოციაციაა მსოფლიოში.

ჯამში 100-მდე უცხოელ სტუმარს ველოდებით. ქვეყნები ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია თქმა , რომ მონაწილეთა უმეტესობა ტრადიციულად ბალკანეთის,  ბალტიისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იქნებიან. ვინც სექტორში მოღვაწეობს ან დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს, ბანკი თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტი, ყველა მონაწილეობს ამ ღონისძიებაში", - ამბობს რესან ქიქავა Business Insider Georgia- თან.

გარდა ამისა, როგორც „ექსპო ჯორჯიას" დირექტორი აღნიშნავს, ორმაგდება ღონისძიების მასშტაბი და რამდენიმე პავილიონს მოიცავს. შარშან კონფერენციას ერთი პავილიონი მასპინძლობდა.

რაც შეეხება სარგებელს, ქიქავას თქმით, ყველა დაინტერესებული მხარისთვის იქნება შესაძლებლობა, დაამყარონ ახალი კომუნიკაციები, გაყიდონ, შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია და გაიფართოონ სარბიელი და მეტი ინფორმაცია მიიღონ.

„წელს ღონისძიების მასშტაბი გავაორმაგეთ. შარშან კვირეული ჩატარდა მე-11 პავილიონში, ამჟამად მე-5 და მე -6 პავილიონები, ასევე გარე სივრცე  დაემატება. მთავარია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე თავის სარგებელს პოულობს. იქ იქნებიან ქართული დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები. მათ შორის რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე ვიზიტორები, რომლებიც მშენებლობით დაინტერესებული არიან. კონფერენციის ფარგლებში იქნებიან ასევე უძრავი ქონების აგენტები, სრულად მოვიცავთ სექტორის სხვადასხვა მიმართულებას", - აცხადებს რესან ქიქავა Business Insider Georgia - თან.

ღონისძიების პარტნიორია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE); მხარდამჭერი - თბილისის მერია.

კვირეულის ფარგლებში, აგრეთვე მოეწყობა უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები, ჩატარდება ტრენინგები და სხვა დარგობრივი შეხვედრები.

ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯია“ ერთადერთი საკონფერენციო ცენტრია საქართველოში და წამყვანი კავკასიის რეგიონში. კომპანია აწყობს სავაჭრო ბაზრობებს და სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს, რითაც ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრების, მრეწველობისა და შესაბამისად კომპანიების განვითარებას და პოპულარიზაციას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები