ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური ინდუსტრიის საერთო ზომა 500 მილიარდ იუანს (დაახლოებით 70,4 მილიარდი დოლარი) აჭარბებს.
აღნიშნულის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის (WAIC) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„ამჟამად, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბები 500 მილიარდ იუანს აჭარბებს. ქვეყანა დიდი მოდელების რაოდენობით - მეორე ადგილი მსოფლიოში. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება წარმოებაში, ტრანსპორტში, განათლებაში, მედიცინაში და სხვა სფეროებში მუდმივად ფართოვდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სფეროში უწყვეტი განვითარება, ახალი ბიზნეს ფორმატების მუდმივი გაჩენა და ახალი აპლიკაციების დაჩქარებული გავრცელება გახდა მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუციისა და ინდუსტრიაში ცვლილებების.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება