ჩინეთი წყალქვეშა ინტერნეტ კაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტის ღურებულება $500 მილიონია და აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას დააკავშირებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, პროექტში შესაძლოა, ჩინეთის სამი მთავარი გადამზიდავი - China Telecommunications Corporation (China Telecom), China Mobile Limited და China United Network Communications Group Co Ltd (China Unicom) ჩაერთოს.
Reuters-ის ცნობით, პროექტი ჰონგ კონგს ჩინეთის კუნძულ პროვინცია ჰაინანთან დააკავშირებს, მანამდე კი სინგაპურში, პაკისტანში, საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და საფრანგეთში იმორავებს.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა