„ბორჯღალოსნებმა“ ზაფხულის ტესტ-მატჩების სერია დაასრულეს.
საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიოს მაღალი დონის გუნდებთან ითამაშა. ქართველ მორაგბეებზე სპორტული მედია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ტესტ-მატჩი გუშინ ავსტრალიასთან გამართა. სიდნეიში „ალიანს სთედიუმზე“ ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა. „ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა ანგარიშით 29:40 დათმეს. ზაფხულის სერიის პირველ ტესტ-მატჩში კი ფიჯის ნაკრებს უმასპინძლეს და შეხვედრა ანგარიშით 12:21 დათმეს, იაპონიას კი ანგარიშით 25:23 სძლიეს. იაპონია „ტიერ 1“-ის მესამე გუნდია, რომლის დამარცხებაც საქართველომ შეძლო.
დეტალები ნახეთ გიორგი ლაშაურის სიუჟეტში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება