USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბლექ სი პეტროლიუმი” ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის პროექტში $30 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

„ბლექ სი პეტროლიუმი” ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის პროექტში $30 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

2023-03-13 17:11:22

კონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას  კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი” ააშენებს, რომელიც პროექტში $30 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს

„ჯერ კიდევ 2012 წელს მოხდა ტერიტორიის გამოყოფა სახელმწიფოს მიერ "სოკარ ჯორჯიასთვის", შემდგომში ეს ჩანაცვლდა „ფაზის ოილით". ვერ მოხდა რეალურად პირობების შესრულება, რაც მთავრობამ განუსაზღვრა ინვესტორებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აქ ისეთი წარმოების განვითარება, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებდა. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში არსებულ ინვესტორთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და კომპანიის მიერ იყო შემოთავაზება, რომ ახალი პირობებით მოახდინოს ინვესტიციის განხორციელება და საბოლოოდ საქართველომ მიიღოს ის, რაც გვინდოდა ახალი სამრეწველო კომპლექსი, სადაც მოხდება თანამედროვე პირობებშინ ნავთობპროდუქტების გადამუშავება.

ეს იქნება რამდენიმე ფაზიანი პროექტი, რასაც განვითარების რამდენიმე ეტაპი ექნება და ჩვენ საკმაოდ ხარისხიანი კომპლექსური ქიმიური მრეწველობის პროდუქტები უნდა მივიღოთ. ეს იქნება ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, სადაც მინიმუმ 30 მილიონი დოლარი ჩაიდება და რამდენიმე ეტაპზე ეს ტერიტორია განვითარდება. ჩვენი მოლოდინით ახალი ინვესტორი უკვე წელს მნიშვნელოვან სამუშაოებს დაიწყებს და მივიღებთ იმას, რა გეგმაც გვქონდა ამ ტერიტორიასტან დაკავშირებით,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები