USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესმა უნდა შექმნას პირობები, რომ კადრების გადინება შეჩერდეს - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

ბიზნესმა უნდა შექმნას პირობები, რომ კადრების გადინება შეჩერდეს - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

2023-03-19 22:30:48

„ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი Business Insider Georgia-თან განაცხადა, რომ საქართველოში კადრების დეფიციტის ფონზე მუშა-ხელის პრობლემა არ აქვთ. ამასთან, ხუნძაკიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესმა უნდა შექმნას პირობები, რათა კადრების გადინება შეჩერდეს

„ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 ადამიანი. აქედან 15 HR-ის მიმართულებაზე. კადრების საკითხს სერიოზულად ვუდგებით, ამ შემთხვევაში გამოვყოფდი ორ მიმართულებას: პირველია, საწარმოს შიგნით კადრების გაზრდა და ისეთი პირობების შექმნა, რომ გადინება იყოს ძალიან მცირე. ეს არის ბიზნესის მთავარი გამოწვევა. 

მეორე საკითხია სათანადო ანაზღაურება, უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო პირობები, რითაც თანამშრომლებს ვინარჩუნებთ. თუ გვაქვს ვაკანსია, ბაზარზე ვეძებთ საუკეთესოს. კადრების შოვნის პრობლემა არ გვაქვს. ამასთან ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიები, რადგან  გლობალური კომპანიის „ანადოლუ ჯგუფის“ ნაწილი ვართ და ამიტომ ნებისმიერ პოზიციაზე შეგვიძლია ადამიანის მოწვევა უცხოეთიდან, თუმცა ამის საჭიროება არ გვაქვს“, - აცხადებს „ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.

„მცირე და საშუალო ბიზნეს- ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე Business Insider Georgia-თან ამბობს,რომ შესაძლოა, კადრების დეფიციტის შევსება აზიისა და შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების ხარჯზე მოხდეს, სადაც საქართველოზე მძიმე შრომითი პირობები და ცხოვრების დაბალი დონეა.

„ტენდენცია ფაქტობრივად დაწყებულია, არ დაგვავიწყდეს, რომ მაგისტრალურ მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა უცხოელი დაქირავებულები არიან, სამომავლოდ იგივე ზომებს მიმართავს მცირე და საშუალო ბიზნესიც.

მთავარია, რომ ეკონომიკა გაიზარდა და შესაბამისად, მუშახელზე მოთხოვნა მატულობს. დეფიციტის შევსება შესაძლოა, მოხდეს აზიისა და შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების ხარჯზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი დეფიციტურია, ხელფასებიც თანდათან გაიზარდა, გააჩნია კომპეტენციასაც, პროფესიონალ ადამიანს საქართველოში, თუ ის კადრია და იცის საქმე, დასაქმება არ უნდა გაუჭირდეს, მით უმეტეს, ბიზნესის სფეროში კადრებზე მაღალი მოთხოვნაა", - დასძენს ჭელიძე.

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დადებითი ტრენდის მიუხედავად, სექტორში გამოწვევად რჩება მიგრაცია, შრომითი ურთიერთობები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები