USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა არაჯანსაღი კონკურენციაა - Parker Georgia

ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა არაჯანსაღი კონკურენციაა - Parker Georgia

2023-03-05 15:30:16

ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაჯანსაღი კონკურენციაა. განსაკუთრებით კი პატენტთან დაკავშირებული პრობლემა.

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ბაზარზე ბევრი არაკეთილსინდისიერი მეწარმეა, რომელიც ჰბაძავს და იყენებს სხვა კომპანიის იდენტურ მოდელს, რაც შემდგომ ამ ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან Parker Georgia - ს თანადამფუძნებელი მარიამ მეტრეველი საუბრობს.

„საქართველოში ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა არაჯანსაღი კონკურენციაა. ასეთ პირობებში კომპანიებს სტაბილური განვითარება უჭირს, არც საკუთარ თავზე გამოვცადეთ. როცა პროდუქტს ქმნი, ბევრს შრომობ, მთელ რესურსს დებ და ცდილობ, რომ მიიღო 100%-ით გარანტირებული, საუკეთესო შედეგი, შეიძლება, სხვა ბიზნესის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროს.

ესენი არიან ძირითადად არაბრენდული კომპანიები ან სტარტაპები, რომლებიც მსგავს, იდენტურ პროდუქტებს ქმნიან, ცხადია, ნაკლები ხარისხისას და ამით სერიოზულ დაბრკოლებას გვიქმნიან. ახლის შექმნაში სერიოზულად გვეშლება ხელი. ნამდვილად დიდი პრობლემაა. ამიტომ სახელმწიფოს დონეზე უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, რომ ერთხელ და საბოლოოდ ჯანსაღი კონკურენცია ჩამოყალიბდეს", - ამბობს მარიამ მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ Parker Georgia 2017 წელს შექმნილი ფეხსაცმელებისა და ჩანთების ცნობილი ბრენდია, რომელიც საქართველოსა და იტალიაში იწარმოება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები